მამუკა მდინარაძე გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. აღნიშნულის შესახებ მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ტრაგედია, რომელიც გუდაურში მოხდა, უმძიმესია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებსა და ახლობლებს. სამაშველო ოპერაციის დროს ჩვენი ქვეყნის გმირები, სამაშველო ეკიპაჟის წევრები, მაშველები და ექიმები დაიღუპნენ. ჩვენ ღირსეულ პატივს მივაგებთ ჩვენი დროის გმირებს!“, – წერს მამუკა მდინარაძე Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.