კახა კალაძე: ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს, შსს-სა და ჯანდაცვის უწყების თითოეულ თანამშრომელს – ამ მძიმე წუთებში ჩვენ თქვენ გვერდით ვართ

უდიდესი ტრაგედიის მოწმენი გავხდით. ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, სამაშველო ღონისძიების დროს დაიღუპნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, მედიკოსები, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მომხდარ ტრაგედიას.

დედაქალაქის მერი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის უწყების თითოეულ თანამშრომელს. ამ მძიმე წუთებში ჩვენ ვართ თქვენ გვერდით!“, – წერს კახა კალაძე Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები