ზურაბ აზარაშვილი: უკვე ათობით მილიონ ლარს ზოგავს ჩვენი მოსახლეობა იგივე მედიკამენტებში, რომელსაც რამდენიმე თვით ადრე ყიდულობდნენ

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მარტის თვიდან, როდესაც თურქეთიდან მედიკამენტების პირველი შემოტანა განხორციელდა, მათი ფასი მნიშვნელოვნად გაიაფდა და მოსახლეობა უკვე ათობით მილიონ ლარს ზოგავს.

როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, ეს არ იყო ის პროცესი, რომელიც შეიძლება მხოლოდ თურქეთის ბაზრის გახსნით დასრულებულიყო.

„ამას მოჰყვა აპრილის თვიდან ელექტრონული რეცეპტების სისტემა, შემდეგ გენერიკების გამოწერის ვალდებულება. ასევე ასრულების ნაწილია ძალიან რთული და აქაც ძალიან ვაქტიურობთ. რაც შეეხება საკითხს, თითქოს, თურქეთში გადაიხედა ტარიფები და მედიკამენტები გაძვირდება, ეს ასე ნამდვილად არ არის. ბოლო თვეებში ვხედავთ, რომ მკვეთრად არის გამყარებული ლარი. ჩვენთან თურქეთიდან იმპორტი ხდება დოლარში. იმ ცვლილებით, რაც მოხდა თურქული ლირის ფასის კორექტირება ევროსა და დოლართან მიმართებით, იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ლარი გამყარდა დღეისთვის და შესაბამისად, თურქეთიდან შემოსულ მედიკამენტებზე ეს არანაირად არ აისახება იგივე გაიაფებული მედიკამენტები შემოვა, რაც თვეების განმავლობაში იყო“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები