“რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, მოლდოვა დახმარებისთვის ნატო-ს წევრ ქვეყანას მიმართავს” – მაია სანდუ
რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, მოლდოვა დახმარებას ნატო-ს წევრს, რუმინეთს სთხოვს.
ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რუმინელ კოლეგასთან, კლაუს იოჰანისთან შეხვედრის დროს თქვა.
“შეშფოთებულები ვართ. ჩვენ ვამუშავებთ ყველაზე პესიმისტურ სცენარებს. შესაბამისად, ჩვენ ვემზადებით ყველა სცენარისთვის და იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთი შეეცდება მოლდოვას რესპუბლიკაზე თავდასხმას, ცხადია, ჩვენ დახმარებას ვითხოვთ”, – თქვა სანდუმ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა მზად კიშინიოვი, დახმარებისთვის რუმინეთს მიმართოს.
თავის მხრივ, იოჰანისმა დასძინა: „ჩვენ ყველაზე ახლოს ვრჩებით მოლდოვასთან და არ მიგატოვებთ, მიუხედავად იმისა, თუ რა სცენარით აღმოვჩნდებით ამ ომში, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს“.