ზურაბ აზარაშვილი: სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი ჯანდაცვის ცენტრების თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი რეგიონული ჯანდაცვის ცენტრებში, კლინიკებში, ამბულატორიებში დასაქმებულ მედპერსონალს ხელფასი გაეზრდება.

როგორც მან “იმედის” ეთერში განაცხადა, სურს, რომ ეს გადაწყვეტილება კერძო კლინიკებისთვის მაგალითი იყოს.

„პირველი აგვისტოდან ყველა დიდ სახელმწიფო კლინიკაში – ბათუმის, რუხისა და ქუთაისი რესპუბლიკურ საავადმყოფოებში, ისეთივე ხელფასები იქნება, რაც თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია. რაც შეეხება ამბულატორიებს, დაახლოებით, 1000 თანამშრომელს, საქართველოს 20-მდე ქალაქში, მნიშვნელოვნად, დაახლოებით 50%-ით ეზრდებათ ხელფასი. მინდა, ეს კარგი მაგალითი იყოს კერძო კლინიკებისთვისაც. ამის შესაძლებლობა მათაც აქვთ და მინდა, თვითონვე მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე, რომ ყველა კვალიფიციურ თანამშრომელს გაუზარდონ ხელფასი“, – განაცხადა აზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები