„ვივამედი”: მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ცილისმწამებლური ინფორმაცია გააჟღერა
ბოლო პერიოდში გახშირდა უსაფუძვლო, არაარგუმენტირებული ბრალდებები კლინიკის მისამართით, განსაკუთრებით იმ პირების მიერ რომელთა, სხვა რომ არაფერი, პროფესიული ვალდებულებაა იყვნენ მაქსიმალურად ობიექტურები დაკორექტულები, – ამის შესახებ ნათქვამია კლინიკა „ვივამედის” ადმინისტრაციის წერილში, რომლის ადრესატი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძეა.
„სამედიცინო დაწესებულება შპს „ვივამედი“ წარმოადგენს მაღატექნოლოგიური სერვისების განმახორციელებელ, მრავალპროფილურ საუნივერიტეტო (თსუ) კლინიკას, სადაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ წარმატებით ხორციელდება პაციენტებისათვის სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობა, აღიარებული გაიდლაინების, პროტოკოლების შესაბამისად.
ბოლო პერიოდში გახშირდა უსაფუძვლო, არაარგუმენტირებული ბრალდებები კლინიკის მისამართით, განსაკუთრებით იმ პირების მიერ რომელთა, სხვა რომ არაფერი, პროფესიული ვალდებულებაა იყვნენ მაქსიმალურად ობიექტურები დაკორექტულები. კლინიკა მაქსიმალურად ცდილობდა თავი შეეკავებინა მსგავს უსაფუძვლო თავდასხმებზე რეაგირებისაგან, მაგრამ როდემდე? განსაკუთრებით აღმაშფოთებელი, მიუღებელი და კლინიკისთვის ცილისმწამებლური იყო ადვოკატ შ. ხაჭაპურიძის საეთერო ინტერვიუ ერთ-ერთ სატელევიზო არხზე. შ.ხაჭაპურიძის საყურადღებოდ – კლინიკა „ვივამედს“ არასდროს შეჩერებია სამედიცინო საქმიანობის უფლება, მით უმეტეს, ვის და კარგ იურისტს არ უნდა ესწავლებოდეს, სამედიცინო საქმიანობის შეჩერება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა არ არის, თქვენ მიერ „აღმოჩენილი“ კლინიკის საქმიანობის შეჩერების დამადასტურებელი საბუთი, ბუნებაში არ არსებობს. უფრო მეტიც, 2020 წლიდან კლინიკა ერთ- ერთი პირველთაგანი ჩაერთო კოვიდინფიცირებულთა მართვის პროგრამაში, რომელსაც წარმატებით ახორციელებდა ორი წლის განმავლობაში; დასტურად – კლინიკას ყავს უამრავი გამოჯანმრთელებული, მადლიერი პაციენტი (ლეტალობის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით იყო ერთ-ერთი დაბალი). ამ პერიოდში და პროგრამის დასრულების შემდგომ, კლინიკა ვივამედს არაერთხელ გამოეცხადა მადლობა საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
კლინიკა „ვივამედი“ 2019 წლის დეკემბრიდან, ხელშეკრულების საფუძველზე სამედიცინო მომსახურებას უწევს საქართველოს იუსტიცის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტეციური სამსახურს. ამ პერდიოდში, სამედიცინო მომსახურება გაეწია 9055 ბრალდებულ/მსჯავრდებულ პაციენტს (მათ შორის 593 კოვიდ ინციფირებულს). ლეტალობის მაჩვენებელი ამ კონტინგენტში გახლავთ 0,17% (კოვიდინფიცირებული არცერთი). ალბათ, ამით ვგავართ ალკატრასს?! მართალია ნიუანსებია, არც გევალებათ იმის ცოდნა ბატონო შალვა, რომ არსებობს დიაგნოზები: კლინიკაში შემოსვლისას (წინასწარი), კლინიკური დიაგნოზი, დასკვნითი კლინიკური დიაგნოზი და კიდევ ცალკე ცნებაა, სიკვდილის უშუალო მიზეზი; ფეხის ტკივილი, სიკვდილის მიზეზი ვერ იქნებოდა, და კლინიკაც ასეთ დასკვნას არ გასცემდა!
მიუხედავად ბოლო დროს განხორციელებული უსაფუძვლო თავდასხმებისა, კლინიკა ვივამედი წარმატებით ახორციელებს პაციენტების მკურნალობას საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და აქტიურადაა ჩართული, როგორც სამკურნალო, ასევე აკადემიური საქმიანობაში. მის შეუცვლელ პრიორიტეტად რჩება ადამიანის ჯანრთელობაზე ზრუნვა, განურჩევლად სქესისა, რასისა, კანის ფერისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა ნიშნის განურჩევლად“, – ნათქვამია წერილში.