გივი მიქანაძე ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ებრაელ კოლეგას – დავით ბიტანს შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

გივი მიქანაძე დავით ბიტანს ქალაქების – თელავისა და აფულას დამეგობრების შესახებ შეთანხმებასა და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელთა განხორციელებაზეც მხარეები შეთანხმდნენ.

საუბარი ასევე, შეეხო ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრას და საქართველოდან ისრაელში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტის მზარდ დინამიკას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ისრაელს საქართველოს პარლამენტის ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში – ლაშა ჟვანია ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები