მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმა უკრაინელი სასულიერო პირი ჯვრით სცემა (ვიდეო)
ვინიცის ოლქში სოფელ იალანეცში, ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროს დაკრძალვის დროს, კრემლის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერების კრიტიკის გამო, მოსკოვის საპატრიარქოს სასულიერო პირმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ჯვრით სცემა.
დაწყებულია წინასასამართლო გამოძიება.
მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელს შესაძლოა, ფულადი ჯარიმა დაეკისროს, 6 თვით ან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.