ხანძრის შემდეგ აღდგენილი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საზოგადოებისთვის 2024 წელს გაიხსნება.
ამის შესახებ ხუთშაბათს საფრანგეთის კულტურის მინისტრმა, რიმა აბდულ მალაკმა განაცხადა, – იტყობინება France24.
მისი თქმით, რესტავრაციის ეტაპი დასრულებულია, რაც ზაფხულის ბოლოსთვის აღდგენითი სამუშაოების დაწყების შესაძლებლობას იძლევა.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ 2024 წელი ამ სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულების, ტაძრის ხელახალი გახსნის წელი იქნება“, – თქვა აბდულ მალაკმა.
ნოტრ-დამს ხანძარი 2019 წელს გაუჩნდა.
მაშინ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა, რომ მე-12 საუკუნის საკათედრო ტაძარი ხელახლა აშენდება. მოგვიანებით კი თქვა, რომ ის მორწმუნეებისთვის 2024 წელს გაიხსნება, როდესაც საფრანგეთი ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.