პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი  ევროკავშირის  TWINNG პროექტს იწყებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი  ევროკავშირის  ორ წლიან TWINNG პროექტს – „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას”  იწყებს. აღნიშნულ საკითხზე  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე TWINNG პროექტის რეგიონალურ კორდინატორს სიუზან ნოლანს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე სამოქმედო გეგმა და პროექტით გაწერილი აქტივობები განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ევროკავშირი  TWINNG -ის პროექტს საქართველოს პარლამენტში პირველად იწყებს და მისი თქმით,  საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით კომიტეტისთვის  მნიშვნელოვანია ევროკავშირის გამოცდილება.

პროექტის კორდინატორმა, სიუზან ნოლანმა აღნიშნა, რომ TWINNG-ის  პროექტი, გარდა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებისა ასევე  მოიცავს საბიუჯეტო პროცესში კომუნიკაციის გაუმჯობესებას ძირითად აქტორებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები