ლიზ ტრასი: უკრაინის ყველაზე დიდი მეგობარი ვიქნები, ბორის ჯონსონის კვალდაკვალ მივდივარ

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ, პრემიერად არჩევის შემთხვევაში, უკრაინის “უდიდესი მეგობარი” გახდება და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუყოვნებლივ დაურეკავს.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

დიპლომატმა თქვა, რომ მოკავშირეებთან იმუშავებს, რათა უკრაინას მეტი იარაღი და ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს.

„პრემიერმინისტრის რანგში უკრაინის უდიდესი მეგობარი ვიქნები, ბორის ჯონსონის კვალდაკვალ მივდივარ და სრულად ვიძლევი გარანტიას, რომ უკრაინაში პუტინი დამარცხდება და სტრატეგიულ მარცხს განიცდის, რუსეთი კი მომავალში შეზღუდული იქნება“, – ამბობს ტრასი.

მან დასძინა, რომ „დღეს არ არის დრო, ვისაუბროთ დათმობებსა და კომპრომისებზე საშინელი დიქტატორის მიმართ“.

„მე ვარ კანდიდატი, რომელსაც ბრიტანელები შეიძლება, ენდონ უკრაინასთან მიმართებით და რომელსაც მათ შეიძლება, ენდონ ჩვენი თავისუფლების დაცვაში – სახლში თუ გარეთ”, – ამბობს ბრიტანეთის პრემიერობის კანდიდატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები