პაკისტანში სახურავის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
პაკისტანში, პენჯაბის პროვინციის ქალაქ საჰივალში გადაუღებელი წვიმის დროს სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.
ამის შესახებ ARY News-ი წერს.
დაღუპულთა შორის 5 ქალია.
არხის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული, თუმცა, სამაშველო ოპერაციას ძლიერი წვიმა და სიბნელე აფერხებდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.