მოსკოვში, ჰოსტელში გაჩენილ ხანძარს რვა მიგრანტი ემსხვერპლა
მოსკოვში, ალმა-ატინსკაიას ქუჩაზე მდებარე ჰოსტელში გვიან ღამით ხანძარს რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ოთხი დაშავდა.
ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს.
წინასწარი ვერსიით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, გაუმართავი ელექტრომოწყობილობა გამხდარიყო. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსტელში სახანძრო განგაშმა არ იმუშავა, ადამიანების გადარჩენას ხელს ფანჯრების გისოსები უშლიდნენ.
მედია აღნიშნავს, რომ ჰოსტელში, ძირითადად, ახლომდებარე სავაჭრო კომპლექს „მოსკოვისა“ და ბაზრობა „სადოვოდის“ მუშები და გამყიდველები ცხოვრობდნენ. ყველა გარდაცვლილი მიგრანტია.
ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.