უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ნატო-ს ამჟამინდელი მხარდაჭერის სტრატეგიით უკრაინა რუსეთს ვერ დაამარცხებს.
როგორც CNN-ი იტყობინება, ვიქტორ ორბანმა ევროპა მოსალოდნელ საშინელ ეკონომიკურ შედეგებთან დაკავშირებით გააფრთხილა.
„ამ ომის ამ ფორმით მოგება შეუძლებელია. სტრატეგიის შეცვლის გარეშე მშვიდობა ვერ იქნება“, – განაცხადა ორბანმა.
როგორც მან აღნიშნა, ნატო-ს ქვეყნების სტრატეგიამ, რაც გულისხმობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და დატრენინგებას, აჩვენა, რომ ეს გზა წარმატებამდე ვერ მიდის.
„სტრატეგიის შეცვლის გარეშე, მშვიდობა არ იქნება. უკრაინაში მშვიდობის გარეშე, მთელი ევროკავშირი ომის სიტუაციამდე მივა. გაუგებარია, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან რეცესია, თუ ომი გაგრძელდება.
ჩვენ ახლა აღმოვჩნდით კედლის წინაშე და ეს კედელი გაზის ემბარგოა. მე შევთავაზებდი ევროკავშირს, რომ ამ კედლის წინააღმდეგ არ ვაკაკუნოთ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.