ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ჯინპინმა ამერიკელი კოლეგა, ჯო ბაიდენი ტაივანის საკითხთან დაკავშირებით გააფრთხილა და აღნიშნა, რომ ცეცხლთან თამაში არ ღირს.
ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
„თუ ცეცხლს ეთამაშები, დაიწვები. ვიმედოვნებ, აშშ-ის მხარე ამას ნათლად დაინახავს“, – განუცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა ბაიდენს სატელეფონო საუბრისას.
ამასთან, სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მა უნდა დაიცვას „ერთი ჩინეთის პრინციპი“.
მანვე განაცხადა, რომ ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ტაივანის დამოუკიდებლობასა და გარე ძალების ჩარევას.
შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს, ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემთხვევაში, ჩინეთი „მტკიცე და ძალისმიერ ზომებს“ მიიღებს.