კიევის ცენტრში შეტაკებები დაიწყო

  საინფორმაციო სააგენტო ,,რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, კიევში დაპირისპირებები გრძელდება. მაიდანზე შეკრებილმა ხალხის მასებმა სამართალდამცავების ორ ბატალიონს: ,,კიევი-1“-ს და ,,კიევი-2“-ს უკან დაახევინეს. მილიციის თანამშრომლების მიმართულებით მომიტინგეები ქვებს და ხელკეტებს ისვრიან. მილიციის კორდონმა, რომელმაც უკან დახევა დაიწყო, მაიდნის ტერიტორიიდან ევროპის მოედანზე გადაინაცვლა.
დღეს დილით მაიდნის ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა ბოთლები ასაფეთქებელი ნივთიერებით აღმოაჩინეს. ცეცხლი წაეკიდა ათობით საბურავს, აფეთქებები გაისმა მაიდნის სხვა ტერიტორიიდანაც. თვითმხილველთა თქმით, სიტუაცია კიევის ცენტრში ძალიან დაძაბულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები