შეაჩერებს თუ არა ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემას – ევროკომისიის განმარტება
ევროკავშირი ვერ შეძლებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრულ აკრძალვას, რადგან ეს ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას არ შეესაბამება.
ამის შესახებ ფინურ გამოცემა Helsingin Sanomat-ს ევროკომისიაში განუცხადეს.
აღინიშნება, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მიმართულია მთავრობასა და ეკონომიკურ ელიტაზე და ამის მიზანი უკრაინაში აგრესიული ომის დაფინანსების აღკვეთაა.
„ყოველთვის არის ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც ვიზა სჭირდებათ, როგორებიც არიან ჰუმანიტარები, ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და დისიდენტები“, – განმარტეს კომისიაში.
ამასთანავე, კითხვაზე, დაისვა თუ არა მსგავსი საკითხი შეხვედრებზე, ევროკომისიაში დისკუსიების კონფიდენციალურობის მოტივით არ უპასუხეს.