ინდოეთი უკრაინიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტს განაახლებს

ინდოეთი მზად არის, 5-თვიანი წყვეტის შემდეგ, სექტემბრიდან უკრაინული მზესუმზირის ზეთის იმპორტი განაახლოს.

ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

როგორც ბუმბაიში ბროკერისა და ტრეიდერის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სანდიპ ბაჯორიამ თქვა, ინდოეთში ზეთის იმპორტი აპრილში რუსების მიერ უკრაინის პორტების ბლოკადის გამო შეწყდა. მისი თქმით, ახლა, მიღწეული შეთანხმების შემდეგ, 50.000-დან 60.000 ტონამდე გადაზიდვაა მოსალოდნელი.

Bloomberg-ი წერს, რომ უკრაინა ინდოეთის ზეთის საჭიროებების 70%-ზე მეტს უზრუნველყოფდა.

კერძოდ, გასულ წელს ინდოეთმა 1,89 მილიონი ტონა მზესუმზირის ზეთი იყიდა. უკრაინამ ამ მოცულობის თითქმის 74% უზრუნველყო, ხოლო არგენტინამ და რუსეთმა – 12%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები