ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი – ერაყის პარლამენტში დემონსტრანტები შეიჭრნენ 

ბაღდადში ასობით დემონსტრანტმა ერაყის პარლამენტთან პოლიციელთა კორდონი გაარღვია და შენობაში შეიჭრა – იმ დროს შენობაში დეპუტატები არ იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ BBC წერს.

ძალოვანებმა მომიტინგეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

აქციის მონაწილეები, რომლებიც სასულიერო პირის, მუქთადა ალ-სადრის მომხრეები არიან, პრემიერმინისტრობის კანდიდატის დასახელებას ეწინააღმდეგებიან.

სადრი შიიტი სასულიერო პირია, რომელსაც სურს, შეწყდეს აშშ-ისა და ირანის გავლენა ერაყის საშინაო საქმეებზე. ის თავს გასული წლის ოქტომბერში გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს და კონკურენტებთან ერთად მუშაობაზე უარს ამბობს. შესაბამისად, შეუძლებელი აღმოჩნდა ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნა.

ერაყის პრემიერმინისტრმა, მუსტაფა ალ-კადიმიმ მომიტინგეებს მოუწოდა, შენობა დაეტოვებინათ, თუმცა, ხალხი შენობაში სიმღერას, ცეკვასა და მაგიდებზე წამოწოლას არ წყვეტდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები