დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ცილისმწამებლური განცხადებების გამო, CNN-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ცილისმწამებლური განცხადებების გამო, CNN-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, ის ასევე დაიწყებს ქმედებებს სხვა მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რომლებიც 2020 წლის არჩევნების განმავლობაში გაყალბების უამრავ მტკიცებულებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ატყუებდნენ.
„მე შევატყობინე CNN-ს ჩემი განზრახვის შესახებ, სარჩელი შევიტანო მათი ცილისმწამებლური განცხადებების გამო. მე ასევე დავიწყებ ქმედებებს სხვა მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რომლებიც ატყუებდნენ საზოგადოებას 2020 წლის არჩევნების განმავლობაში გაყალბების უამრავ მტკიცებულებასთან დაკავშირებით. არასდროს შევწყვეტ ბრძოლას სიმართლისა და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის!“ – აღნიშნულია დონალდ ტრამპის განცხადებაში.