ენტონი ბლინკენი: აშშ მოელის, რომ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დასმული ლიდერები ფიქტიურ რეფერენდუმს გამართავენ

Secretary of State Antony Blinken speaks during a news conference with Ukraine's Foreign Minister Dmytro Kuleba, not pictured, at the State Department in Washington, DC, on February 22, 2022. (Photo by Carolyn Kaster / POOL / AFP) (Photo by CAROLYN KASTER/POOL/AFP via Getty Images)

აშშ მოელის, რომ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დასმული ლიდერები ფიქტიურ რეფერენდუმს გამართავენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ სწრაფად იმოქმედებს, რათა რუსეთისთვის ნათელი გახადოს, რომ ეს ტაქტიკა არ იმუშავებს.

„რუსეთის მიერ დასმული ლიდერები ფიქტიურ რეფერენდუმებს ჩაატარებენ, რათა ილუზია შექმნან, რომ ამ ადგილებში მცხოვრებ ხალხს რუსეთთან შეერთება სურს. შემდეგ ისინი გამოიყენებენ ამ გაყალბებულ ხმებს, რათა განაცხადონ, რომ ამ რეგიონების ანექსია ლეგიტიმურია“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

როგორც აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა აღნიშნა, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიის ძალით ანექსია არის გაეროს წესდების უხეში დარღვევა.

„საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს, რომლებიც ვალდებულნი არიან დაიცვან ქარტია და საერთაშორისო სამართალი, პასუხისმგებელნი არიან დაგმო რუსეთის მთავრობის ეს გეგმები და ნათლად განაცხადონ, რომ ისინი არასოდეს აღიარებენ ამ უკანონო ქმედებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაკვირვებული ვერავინ იქნება, როდესაც რუსეთი თავის გეგმებს შეასრულებს“, – აღნიშნა ბლინკენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები