ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის დიდი მეგობარი ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პოლიტიკაში თვალსაჩინო ადგილზე დარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეშფოთება გამოთქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მიმართ შესაძლოა მხარდაჭერა შეამციროს.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანულ ტელეარხ TalkTV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის ფრაგმენტებს The Times-ი და AFP ავრცელებენ.

„გულწრფელად რომ ვთქვა, მე ეს მაწუხებს. ჩვენ გვსურს, სულ მცირე, იგივე დონის მხარდაჭერა გვქონდეს, ვინაიდან ჩემმა პირადმა ურთიერთობამ ბორის ჯონსონთან დააჩქარა ბრიტანეთის მიერ გაწეული მხარდაჭერის დონე. ბრიტანელები ლიდერები იყვნენ ასეთ მხარდაჭერაში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის დიდი მეგობარი ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პოლიტიკაში თვალსაჩინო ადგილზე დარჩება.

„მე მინდა, რომ ის იყოს სადმე [ბრიტანეთის] პოლიტიკაში და შეძლოს გარკვეული თანამდებობის დაკავება. არ მინდა, რომ ის გაქრეს, მაგრამ გადაწყვეტილება ბრიტანელი ხალხის ხელშია. დარწმუნებული ვარ, რომ ჯონსონი რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს, ყოველთვის დადგება უკრაინის გვერდით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები