საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ტერიტორიული ომის დაწყების შემდეგ, ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონიალური იმპერიული ძალაა.
„რუსეთმა დაიწყო შეტევა უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის ტერიტორიული ომი, რომელიც გვეგონა, რომ ევროპული მიწიდან გაქრა, ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისის, მე-19 საუკუნის ომი. რუსეთი არის ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონიური იმპერიული ძალა, რომელმაც გადაწყვიტა მეზობელ ქვეყანაში შეიჭრას თავისი ინტერესების დასაცავად“, – აღნიშნა მაკრონმა.