„HIMARS-ი და სხვა ზუსტი იარაღი ცვლის ომის მიმდინარეობას ჩვენს სასარგებლოდ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩვენი დამცველები დღითიდღე ეფექტურად ურტყამენ მტრის პოზიციებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, HIMARS-ი და სხვა ზუსტი იარაღი ომის მიმდინარეობას უკრაინის სასარგებლოდ ცვლის.

„ჩვენი დამცველები დღითიდღე ეფექტურად ურტყამენ მტრის პოზიციებს. ანადგურებენ ოკუპანტების გეგმებს. HIMARS-ი და სხვა ზუსტი იარაღი ცვლის ომის მიმდინარეობას ჩვენს სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმიის ცეცხლსასროლი ძალა მტრისაზე ნაკლებია, ჩვენი სამხედროები კვლავ უფრო ოსტატურად და ზუსტად ურტყამენ“, – წერს ზელენსკი „ფეისბუქზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები