ჯანმო “მაიმუნის ყვავილისგან” მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის რეკომენდაციას არ იძლევა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “მაიმუნის ყვავილისგან” ქვეყნებს მასობრივი ვაქცინაციის ჩატარებისკენ არ მოუწოდებს.

ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისი თქმით, 78 ქვეყანაში დაავადების 18 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 70% – ევროპაში.

„ჯანმო რეკომენდაციას უწევს მიზანმიმართულ ვაქცინაციას მათთვის, ვისაც შეხება ჰქონდა “მაიმუნის ყვავილით” დაავადებულ პირთან, ასევე, მათთვის, ვინც ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება, მათ შორის – ჯანდაცვის მუშაკებისთვის, ზოგიერთი ლაბორატორიის მუშაკებისთვის, მრავალი სექსუალური პარტნიორის მქონე პირებისთვის. ამ დროისთვის, “მაიმუნის ყვავილისგან” მასობრივი აცრის ჩატარების რეკომენდაციით არ გამოვდივართ“, – განაცხადა გებრეისუსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები