უარყოფითი პასუხი – ბაიდენმა კორონავირუსი დაამარცხა

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს COVID-19-ზე ორი უარყოფითი პასუხი აქვს, – განაცხადა მისმა ექიმმა, კევინ ო’კონორმა.

ამის შესახებ Reuters-ს წერს.

ექიმმა აღნიშნა, რომ ბაიდენს არ აქვს სიცხე, ხოლო კორონავირუსის სიმპტომები თითქმის მთლიანად გაუქრა.

ო’კონორმა დასძინა, რომ ბაიდენი იზოლაციას დაასრულებს.

აშშ-ის 79 წლის პრეზიდენტს COVID-19 21 ივლის დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები