ირანში რუსული გადახდის სისტემა – Мир გააქტიურდება

რუსეთი და ირანი შეთანხმდნენ, რომ ირანში რუსული გადახდის სისტემის – „მირის“ გააქტიურება მოხდება.

ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მეჰდი საფარიმ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ არ იცის, არის თუ არა შესაძლებელი ამ ბარათით უკვე სარგებლობა, თუმცა, იცის, რომ სისტემა მალე ამოქმედდება.

”არის შეთანხმება,” – თქვა მან და აღნიშნა, რომ SWIFT სისტემის ნაცვლად ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების ბანკთაშორისი სისტემის შექმნას განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები