პუტინმა კადიროვი დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი ალექსანდრე ნევსკის ორდენით რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.

ამის შესახებ თავად კადიროვმა განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციის ვიცეპრემიერის, მარატ ხუსნულინის წარდგინებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ალექსანდრე ნევსკის ორდენით დავჯილდოვდი ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, ასევე, დიდი ეროვნული მნიშვნელობის მქონე ამოცანების ეფექტურად გადაწყვეტისთვის”, – დაწერა კადიროვმა ტელეგრამში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები