მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო საღეჭი რეზინი შექმნეს
ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს საღეჭი რეზინი, რომელიც Covid-19-ის ნაწილაკებს იკავებს და მათ ანეიტრალებს.
ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
ექსპერიმენტული საღეჭი რეზინი ACE2 პროტეინის ასლს შეიცავს, რომელიც ვირუსის „ხაფანგს“ წარმოადგენს.
ექსპერიმენტის დროს, საღეჭი რეზინის ACE2 „რეცეპტორებს“ ვირუსული ნაწილაკები მიეკვრა, რის შემდეგაც ვირუსული დატვირთვა შეუმჩნეველ დონემდე დაეცა.
„ცხვირით Covid-19 ვირუსის გადაცემა უმნიშვნელოა, პირის ღრუს მეშვეობით გადაცემასთან შედარებით. ACE2 პროტეინის შემცველი საღეჭი რეზინის გამოყენება და, შესაბამისად ACE2 პროტეინის მიღება, უნდა შეამციროს ინფექცია, რითაც ადამიანს COVID-19-სგან იცავს და ხელს უშლის გადაცემას“, – თქვა კვლევის ხელმძღვანელმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური მედიცინის სკოლის წარმომადგენელმა, დოქტორმა ჰენრი დანიელმა.
საღეჭი რეზინის კლინიკური კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება.