გერმანია 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის

გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 1972 წლის, მიუნხენის ოლიმპიადაზე მსხვერპლთა ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის.

ამის შესახებ სააგენტო DPA იტყობინება.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მსგავსი წინადადება დამუშავების პროცესშია და რომ დაღუპულთა ოჯახების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

5 სექტემბერს ტერაქტის 50 წლისთავია, რომლის დროსაც პალესტინელმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ 10 ისრაელელი სპორტსმენი და მწვრთნელი, ასევე, ერთი გერმანელი პოლიციელი მოკლა.

გერმანიის მთავრობამ თავდასხმის შემდეგ მსხვერპლებს 4,19 მილიონი მარკა (დაახლოებით, 2 მილიონი დოლარი) გადაუხადა.

კიდევ 3 მილიონი ევრო გადაიხადეს 2002 წელს, როგორც ჰუმანიტარული ჟესტი გერმანიის ისრაელთან განსაკუთრებული ურთიერთობის გათვალისწინებით.

თუმცა, 1994 წელს დაღუპულთა ოჯახებმა გერმანიის მთავრობას გაცილებით დიდი თანხა მოსთხოვეს და სარჩელი შეიტანეს, მათი თქმით, პოლიციის უზარმაზარი შეცდომების გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები