პატრიარქ კირილს ლიეტუვაში შესვლა აეკრძალა
რუსეთის პატრიარქ კირილს ლიეტუვაში შესვლა აეკრძალა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი არასასურველი პირების სიაში ჯერ კიდევ 23 ივნისს შეიყვანეს.
როგორც აღინიშნება, გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ პატრიარქი კირილი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უარყოფს, ასევე, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უჭერს მხარს.
„პატრიარქი კირილი მიზანმიმართულად უარყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამართლებს და მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს“, – ნათქვამია სამინისტროს კომენტარში.