ჩრდილოეთ ფილიპინებზე, აბრას პროვინციაში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები ადგილობრივი დროით 8:43 საათზე დაფიქსირდა. დაღუპულია 4 და დაშავებულია 60-მდე ადამიანი, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.
მიწისძვრამ მცირე მეწყერიც გამოიწვია, რის გამოც რამდენიმე სახლი ჩამოინგრა.
ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად შვიდი წლის გოგონა დაიღუპა და 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ნგრევა დაფიქსირდა რეგიონში, – იტყობინება ABS-CBN News
გეოლოგიურმა საფრთხის ყვითელი დონე გამოაცხადა, რაც მსხვერპლთა და ეკონომიკურ ზარალზე დაბალ ალბათობას მიუთითებს.