რუსეთმა და აშშ-მა სირიასთან დაკავშირებით დაპირებები არ შეასრულეს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ TV 100-თან ინტერვიუში განაცხადა.
”რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა არ შეასრულეს დანაპირები. ორივე ქვეყანას ტერორისტებისგან ეს ტერიტორია უნდა გაესუფთავებინა. საერთოდაც არ ერევიან, ზოგიერთ რაიონში რუსებთან ერთად პატრულირებენ და ბევრგან, განსაკუთრებით ჩრდილო-აღმოსავლეთში, აშშ სამხედრო მხარდაჭერას აგრძელებს”,- თქვა დიპლომატმა.
ჩავუშოღლუმ ასევე კითხვა დასვა, „რატომ უჭერთ მხარს ტერორიზმს? გსურთ სირიის დაყოფა თუ ჩვენი მხარდაჭერა?“
მისი აზრით, ვაშინგტონმა ეს უნდა ახსნას, რადგან თურქეთიც და შეერთებული შტატებიც ნატოს წევრები არიან.
„ტერორიზმი ნატოს ორი მტრისგან ერთ-ერთია. მაშინ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა“, – დაასკვნა მან.
სირიაში სპეცოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე მან თქვა, რომ „თურქეთი კომპლექსურად ემზადება. როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა – ერთ ღამეს“.