აშშ-ს სურს აზერბაიჯანს და სომხეთს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში დაეხმაროს – სახელმწიფო დეპარტამენტი
„აშშ მზად არის დაეხმაროს სომხეთს და აზერბაიჯანს და ჩვენს თანამოაზრე პარტნიორებს ნებისმიერი ფორმით, რა ფორმატიც შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური”,- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები მზადაა თანამშრომლობისთვის.
“მზად ვართ ვითანამშრომლოთ ქვეყნებთან ორმხრივ საფუძველზე, რომ დავეხმაროთ აზერბაიჯანსა და სომხეთს ამ გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის პოვნაში“, – განაცხადა მან.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთქმედებისა და დიპლომატიური მოლაპარაკებების წყალობით, შეერთებულმა შტატებმა გარკვეული პროგრესის მიღწევა და გამოთქვა იმედი, რომ ვაშინგტონი ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.