საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად 20 მილიარდი ევროს პაკეტი დაამტკიცა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ინფლაციის შესამცირებლად, ასევე ოჯახებისთვის საგადასახადო შეღავათების დასაწესებლად, 20 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

ამის შესახებ Reuters წერს.

პროცედურულად, მას შემდეგ, რაც ქვედა პალატა 2022 წლის დამატებითი ბიუჯეტის კანონპროექტს დაამტკიცებს, ის სენატში გადავა. ამის შემდეგ ქვედა პალატაში საბოლოო დამტკიცებისთვის დაბრუნდება.

გასულ კვირას ქვედა პალატამ ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ზომების პაკეტი უკვე დაამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს პენსიების ზრდას, ქირის ზრდის დროებით ზღვარს და საჯარო სექტორში მომუშავეთა ხელფასების ზრდას.

დამატებითი ბიუჯეტის კანონპროექტი ითვალისწინებს გაზრდილი ხარჯებისა და საგადასახადო შეღავათების დაფინანსებას საგადასახადო შემოსავლებით.

კანონპროექტი მოიცავს სამთავრობო ფასდაკლებას საავტომობილო საწვავზე ლიტრზე 30 ცენტის ოდენობით.

ის ასევე აუქმებს ტელევიზიების წლიურ გადასახადს.

ამასთან, კანონმდებლებმა არ დაამტკიცეს ცვლილება, რომელიც შემოიღებდა “სუპერ გადასახადს” ნავთობისა და გადამზიდავ მსხვილ კომპანიებზე, რომლებიც სარგებლობდნენ ენერგიის მაღალი ფასებით და გადაზიდვის ტარიფებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები