თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი იზოლაციიდან გამოსასვლელად მზად არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ Paxlovid-ის მიღების ხუთდღიანი კურსი დაასრულა, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მას, თითქმის აღარ დარჩა.

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა, კევინ ო’კონორმა განაცხადა.

მოსალოდნელია, რომ ბაიდენს შეეძლება იზოლაციიდან გამოსვლა, როგორც კი COVID-19-ის ტესტირებაზე უარყოფით პასუხს მიიღებს.

როგორც ექიმმა თქვა, “ის თავს საკმარისად კარგად გრძნობს, რომ განაახლოს რეგულარული ვარჯიში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები