The Telegraph: ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს.
ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა – The Telegraph-ი წერს.
„უმაღლესი “ტორელები” ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე ბორის ჯონსონის კანდიდატურას მხარს უჭერენ, როდესაც ეს მაღალი თანამდებობა ვაკანტური გახდება. ჯონსონი არის მორიგი ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელსაც ეს თანამდებობა შესთავაზეს. მანამდე, წინადადება შესთავაზე თავდაცვის მდივანს, ბენ უოლასისა და ყოფილ პრემიერმინისტრებს – ტერეზა მეის და დევიდ კამერონს”, – წერს გამოცემა.
ნატო-ს ამჟამად იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. ის ამ თანამდებობაზე 2014 წელს 5 წლის ვადით დანიშნეს, თუმცა, 2019 წელს მანდატი 2022 წლის ოქტომბრამდე გაუხანგრძლივეს, შემდეგ კი 2023 წლის 30 სექტემბრამდე.