„ხალდე“ – თბილისში დმანისის თეატრის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
30, 31 ივლისსა და 1 აგვისტოს – 20:00 საათზე, თავისუფალ თეატრში დმანისის თეატრის სპექტაკლის – „ხალდეს” პრემიერა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლი „ხალდე“ საუკუნე-ნახევრის წინ, სვანეთის სოფელ ხალდეში მომხდარ აჯანყებას ეძღვნება. თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა რუსულ იმპერიალიზმს დაუპირისპირდა და თავგანწირვის სწორუპოვარი მაგალითიც აჩვენა. საბჭოთა ისტორიოგრაფია ცდილობდა, ეს მნიშვნელოვანი ეპიზოდი ერის მეხსიერებიდან წაეშალა. სპექტაკლი თანამედროვეობის პერსპექტივიდან წარმოაჩენს ამ ისტორიულ მოვლენას – თავისუფლებისთვის ბრძოლის სამაგალითო ამბავს.
რეჟისორი – გიორგი სიხარულიძე;
მხატვარი – თეო კუხიანიძე;
პიესის ავტორი – ნინო სადღობელაშვილი;
მუსიკალური გაფორმება – ანი მურღულია;
მონაწილეობენ : კონსტანტინე ფოცხვერაშვილი, ანა ბერელაშვილი, ანანო ლომიძე, დათო ჩოგოვაძე, გიორგი გიორგიძე, ნანუკი მაკრახიძე, ანა ბანძელაძე.
მოწვეული მსახიობები – გია აბესალაშვილი (თუმანიშვილის თეატრი) და ლილი ხურითი (სოხუმის თეატრი).
პროექტი განხორციელდა – საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.