22 ივლისი, 1937 წელი – მერაბ ნინიძე და პაოლო იაშვილის ტრაგიკული ივლისის ქრონიკა
29 ივლისს, 21 საათზე, მწერალთა სახლში, პაოლო იაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
„წელს პაოლო იაშვილის საიუბილეო, დაბადებიდან 130-ე წელია. 1937 წლის 22 ივლისს პაოლო იაშვილმა – „ცისფერყანწელების“ ორდენის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან მწერალთა კავშირის შენობის მეორე სართულზე საკუთარი სანადირო თოფით მოიკლა თავი. ეს იყო დიდი ტერორისა და საბჭოთა რეპრესიების წინააღმდეგ ერთადერთი საჯარო პროტესტი.

29 ივლისს მსახიობი მერაბ ნინიძე 85 წლის წინანდელი ტრაგიკული ივლისის ქრონიკას გააცოცხლებს სიმონ ჩიქოვანის, ირაკლი აბაშიძის, კოლაუ ნადირაძის, სერგო კლდიაშვილისა და სხვა თვითმხილველთა მოგონებებიდან“, – აღნიშნულია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.