ჩემთვის უდიდესი პატივია დღეს უინსტონ ჩერჩილის ლიდერობის ჯილდოს მიღება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ჯილდოს მიღება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა მთელი უკრაინელი ხალხი, რომელიც ტირანიისგან თავისუფლების დასაცავად წამოდგა.
„უკრაინას და მთელ ევროპას ყოველთვის ემახსოვრება ისინი, ვინც უყოყმანოდ დაეხმარა ჩვენს ხალხს და თავისუფლების იდეას. მსოფლიოს დემოკრატიებს შეუძლიათ შეაჩერონ ნებისმიერი ტირანია. ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ნებისმიერი ბოროტება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას. ამისთვის მხოლოდ მთელი თავისუფალი სამყაროს ერთობლივი ლიდერობა შეიძლება იყოს საკმარისი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უინსტონ ჩერჩილის სახელობის ლიდერობის ჯილდო გადასცა.