გერმანიამ უკრაინას სარაკეტო სისტემები და თვითმავალი ჰაუბიცები გადასცა
გერმანიამ უკრაინას სამი MARS2-ის ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამშვები მოწყობილობა, ხუთი თვითმავალი საზენიტო იარაღი Gepard-ი და სამი თვითმავალი ჰაუბიცა 2000 მიაწოდა, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.
ამის შესახებ CNN-ი წერს.
„დაპირებული MARS2-ის ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები და კიდევ სამი თვითმავალი ჰაუბიცა 2000 მივაწოდეთ. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სიტყვას“, – აღნიშნა ლამბრეხტმა.
იარაღის მიღების შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი ფრონტის ხაზზე განლაგდება.
„MLRS Mars II ჩვენმა გერმანელმა მოკავშირეებმა უკვე გადაიტანეს უკრაინაში. რუსებს ცეცხლი ექნებათ“, – წერს ერმაკმა Telegram-ზე.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, გერმანია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების ტემპს დააჩქარებს.