ემანუელ მაკრონი: სურსათი და ენერგორესურსები რუსული ომის იარაღად იქცა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ გლობალური სასურსათო კრიზისი რუსეთის ერთ-ერთი ომის იარაღია. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

როგორც მაკრონი აღნიშნავს, სასურსათო კრიზისის მიზეზი დასავლეთის სანქციები არ არის.

„ზოგიერთი ჩვენ გვადანაშაულებს, ვინც ამბობს, რომ ევროპული სანქციები (რუსეთზე) არის მსოფლიო სასურსათო კრიზისის მიზეზი, მათ შორის აფრიკაში. ეს სრულიად მცდარია. სურსათი, ისევე როგორც ენერგორესურსები, რუსული ომის იარაღად იქცა… ჩვენ უნდა დავეხმაროთ აფრიკის კონტინენტს, რომ მეტი აწარმოოს საკუთარი თავისთვის“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა კამერუნში ვიზიტისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები