პრეზიდენტსა და ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს შეთანხმებით, 3 წლის ქართველი გოგონა, რომელსაც ონკოლოგიური დაავადების განსაკუთრებით რთული ფორმა აქვს, Bambino Gesu-ში სამკურნალოდ გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტსა და ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს, Bambino Gesu შორის ერთი წლის წინ, რომში ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 3 წლის ქართველი გოგონა, რომელსაც ონკოლოგიური დაავადების განსაკუთრებით რთული ფორმა აქვს, საავადმყოფოში სამკურნალოდ გაემგზავრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პაციენტს, გამონაკლისის სახით, უფასოდ გაეწევა დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები