TRT Haber: ერდოღანი სოჭში პუტინს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს სოჭში ერთდღიანი ვიზიტით ჩავა.

ამის შესახებ ინფორმაციას TRT Haber-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ თურქეთის ლიდერი მოლაპარაკებებს რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან გამართავს.

ორი ქვეყნის ლიდერები უკრაინაში არსებულ ვითარებას და „სასურსათო შეთანხმებას“ განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები