ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ნურ-სულთანის, ნურ-სულთან ნაზარბაევის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერმინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცეპრემიერი, ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრი – ბახიტ სულტანოვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ყაზახეთის რესპუბლიკაში – გიორგი ჩხეიძე დახვდნენ.

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები