მიხეილ სარჯველაძე: მინდა, ხაზგასმით მოვუწოდო ყველას, ვისაც ფსიქოტროპულ მედიკამენტთან შეხება აქვს – სახელმწიფო ვერ შეეგუება ასეთი მედიკამენტების არასწორ, არადანიშნულებისამებრ გამოყენებას

„მინდა, ხაზგასმით მოვუწოდო ყველას, ვისაც ფსიქოტროპულ მედიკამენტთან შეხება აქვს – სახელმწიფო ვერ შეეგუება ასეთი მედიკამენტების არასწორ, არადანიშნულებისამებრ გამოყენებას“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ყველას მინდა მოვუწოდო, ყველას მინდა ვთხოვო და იმავდროულად, ყველა მინდა გავაფრთხილო, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი არასწორი, არამართლზომიერი ქმედებისგან. მერწმუნეთ, რომ არცერთი ასეთი შემთხვევა არ დარჩება შესაბამისი პასუხის გარეშე“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმართულებით განხორციელებული რეფორმის შედეგად, ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, შესაბამისად, გაიზარდა ხელმისაწვდომობა მათთვის, ვისაც აღნიშნული მედიკამენტები რეალურად ესაჭიროება. ამასთან, მკაცრად კონტროლდება პრეპარატების გაცემის მართლზომიერება.

„მინდა, ვთხოვო ექიმებს, რომლებსაც აქვთ, ფსიქოტროპული მედიკამენტის რეცეპტის გამოწერის უფლებამოსილება. არცერთ შემთხვევაში გადაცდომები არ უნდა იქნეს დაშვებული. თუ იქნება გარკვეული გადაცდომები გამოვლენილი და სამწუხაროდ, შეიძლება ასეთი არსებობდეს, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ მოგვიწევს რეაგირება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები