ტრამპმა ევროპის ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებაზე უარი თქვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა, სადაც არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებულ სამომავლო შეთანხმებას ჩაეყარა საფუძველი.

მისი თქმით, ის უარს ამბობს ევროპის ქვეყნებისთვის ახალი ტარიფების დაწესებაზე, რომელიც პირველი თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო.

„ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრის შემდეგ, ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი გრენლანდიასთან და, ფაქტობრივად, მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებულ სამომავლო შეთანხმებას… ეს გადაწყვეტილება, თუ ის განხორციელდება, ძალიან სასარგებლო იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნისთვის. ამ შეთანხმების გათვალისწინებით, მე უარს ვამბობ ტარიფებზე, რომლებიც პირველი თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები