მარიამ ლაშხი: მაშინ, როდესაც განიკითხავ ამერიკას შიდა პოლიტიკაში ჩართვის კუთხით, ჩვენ გვახსოვს დღემდე ევროკავშირი როგორ ერევა შიდა პოლიტიკაში
საქმე გვაქვს იმ ორმაგ სტანდარტებთან, რაც უკვე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არახალია, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„მაშინ, როდესაც განიკითხავ ამერიკას შიდა პოლიტიკაში ჩართვის კუთხით, ჩვენ გვახსოვს დღემდე ევროკავშირი როგორ ერევა შიდა პოლიტიკაში“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ბრიუსელმა ვაშინგტონი შიდა საქმეებში ჩარევის გამო გააკრიტიკა.