“შეუსრულებელი მისია არ ყოფილა” – ევროპა გაზის მოხმარებას ამცირებს, შეთანხმება მიღწეულია

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა გაზის მოხმარების ნებაყოფლობით შემცირებაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.

ამის შესახებ ევროსაბჭოში ჩეხეთის წარმომადგენლობა იტყობინება.

“ეს არ ყოფილა შეუსრულებელი მისია! მინისტრებმა ზამთრის დადგომამდე გაზის მოხმარებაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს”, – ნათქვამია წარმომადგენლობის ,,ტვიტერის,, გვერდზე.

როგორც ლუქსემბურგის ენერგეტიკის მინისტრმა, კლოდ ტურმესმა აღნიშნა, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ევროკომისიის წინადადების წინააღმდეგი იყო – უნგრეთია, თუმცა, გადაწყვეტილების მისაღებად კვალიფიციური უმრავლესობა საკმარისი იყო.

“ევროკავშირი გაერთიანდა – სულ რაღაც 1 კვირაში შევთანხმდით მოთხოვნის რეგულაციაზე 15%-ით! 45 მილიარდი კუბური მეტრით გაზის მოხმარების შემცირება პუტინის გაზის შანტაჟზე საუკეთესო ნაბიჯია. წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთი იყო”, – თქვა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები