რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზების გაცემა შეწყდეს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა, ივან ვოლინკინმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ესტონეთის საკონსულოებში. სხვა ქვეყნებთან საკონსულო ურთიერთობების რადიკალური დეგრადაციის შემთხვევაში, ამჟამად, ერთი შეხედვით წარმოუდგენელი სცენარებიც კი არ არის გამორიცხული“, – განაცხადა ვოლინკინმა.
ამავე დროს, მან თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს ევროპაში მოქალაქეების ორმხრივი მოგზაურობის შესაძლებლობის შენარჩუნებას.
დიპლომატი იმედოვნებს, რომ, ასეთი სცენარის რეალიზების შემთხვევაშიც კი, უწყება შეძლებს “ცალკეულ ევროპულ ქვეყნებთან სავიზო ურთიერთქმედების დამყარებას “.